„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნინო შატბერაშვილმა, სოციალური მუშაკებმა ნელი აკობიამ, ცაბუნია ვართაგავამ, სოფო ბაჩილავამ და ქეთი გიგინეიშვილმა აბაშაში, სენაკში, ბათუმში, შუახევში, რუსთავსა და მარნეულში მუნიციპალიტეტების, ბათუმის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულეს.
წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს პროექტის “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები. კვლევები მოიცავდა მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური მომსახურებების შეფასებას და აღნიშნული მომსახურებების ზეგავლენის ანალიზს.
ასევე, პროგრამის ექსპერტების მიერ მომზადებულ მასალას "საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმოხილვა“ და „საუკეთესო მუნიციპალური მომსახურებების მიწოდების პრაქტიკის მიმოხილვა“.
პროექტს ახორციელებს World Vision საქართველო, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 6 რეგიონში.