11- 12 სექტემბერს, ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდა ტრენინგების სერიის შემაჯამებელი ბოლო სესიები, რომელიც მიეძღვნა სექტორებს შორის წამარმატებულ თანამშრომლობას.
ტრენინგზე განხილულ იქნა სექტორებს და უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობის სახეები, წარმატებული თანამშრომლობის განმაპირობებელი და ხელის შემშლელი ფაქტორები. მონაწილეები ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ. ასევე, განიხილეს საქართველოს მაგალითი.
ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერიის უფლებამოსილი წარმომადგენლები და ადგილობრივი სახელმწიფო სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები.
ტრენინგები განხორციელდა პროექტის „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.