18 - 19 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,, ქალთა ოთახში“ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა თამარ საუთიევამ და ირმა ბებერაშვილმა ტრენინგების სერიის შემაჯამებელი ბოლო სესიები გამართეს.
ტრენინგებზე განხილულ იქნა სექტორებს და უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობის სახეები, წარმატებული თანამშრომლობის განმაპირობებელი და ხელის შემშლელი ფაქტორები. ასევე, ტრენინგზე განხილული იყო „ოჯახის მოწყვლადობის“ საკითხები, მრჩეველთა საბჭოს შექმნის საჭიროება და მნიშვნელობა. შეხვედრები კითხვა-პასუხის და ჯგუფური სამუშაოს ფორმატში გაიმართა. ტრენინგს ესწრებოდნენ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი წარმომადგენლები და ადგილობრივი სახელმწიფო სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები.
ტრენინგები განხორციელდა პროექტის „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.