19 სექტემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა მარიამ ბერიძემ ხულოს კულტურის სახლში ჩაატარდა ახალგაზრდების მშობლებთან შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილული იყო აზარტული თამაშები და ბავშვთა მიმართ ძალადობა. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სათემო შეხვედრებზე გამოიკვეთა რომ თემში ახალგაზრდები აზარტული თამაშებით ინტერესდებიან.
სათემო შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ბავშვების მიმართ ძალადობას პრევენციისთვის, კარგი იქნებოდა მშობლებთან ამ თემებზე საუბარი.
ასევე, 21 სექტემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა თამარ საუთიევამ ქედაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გამართა სათემო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახვდა თემში არსებული მოწყვლადობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვეთას.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ხშირად სმენიათ ისეთი შემთხვევების შესახებ, როცა მათი თანატოლები, მათ შორის 15, 16 წლის გოგო- ბიჭები მიდიან სამუშაოდ თურქეთში და ფიზიკურად შრომობენ, მათი აზრით, ბავშვები არ უნდა მუშაოდბენენ შეუსაბამო სამუშაოებზე და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ადგილობრივი თვითმმათველობის მხრიდან ხდებოდეს ოჯახების მხარდაჭერა.
ასევე, 21 სექტემბერს, შუახევში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა ასოციაციის წარმომადგენელმა ირმა ბებერაშვილმა, შეხვედრაზე განხილული იყო
ახალგაზრდების პრობლემები.
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს - „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება.