2 ოქტომბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია მაჭარაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების სტუდენტებთან ასოციაციის ისტორიის, საქმიანობისა და მიზნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ მათი პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლისთვის. კითხვა-პასუხმა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა.
მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიის გამოწვევებსა და ასოციაციის როლზე ამ პრობლემების გადაჭრაში.
სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ასოციაციის საინფორმაციო ბიულეტენს. ასევე, სურვილისამებრ გაწევრიანებულიყვნენ პროფესიულ ორგანიზაციაში.