ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ტრენინგი - ბულინგის პრევენციის ხერხები

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა სოფიო ბაჩილავამ, მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის პირველ საჯარო სკოლაში  ჩაატარა ტრეინინგი, თემაზე ,,ბულინგის პრევენციის ხერხები''. სამიზნე ჯგუფი მერვე კლასის მოსწავლეები იყვნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას მოსწავლეები სვამდნენ შეკითხვებს, ასევე ტრენინგზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სავარჯიშოები.

„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს - „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება.