ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ხელვაჩაურში მრჩეველთა საბჭო ჩამოყალიბდა

4 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა ოჯახების მოწყვლადობის (ფოკუსით ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შრომის შემთხვევებზე) განმაპირობებელ ფაქტორებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს პირველი ოფიციალური შეხვედრა.

საბჭოს ჩამოყალიბების იდეა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ განხორციელა პროექტის - „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში” ფარგლებში. რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა სოფო ბაჩილავამ, მერიის თანამშრომლებმა, საგანმანათლებლო და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.

მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირების მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში შემავალი ოჯახების მოწყვლადობის განმაპირობებელი ფაქტორების იდენტიფიცირებას და მოგვარებას ადგილობრივი რესურსებით და ამავე დროს მოახდინოს სექტორთაშორისი რეაგირება რეგიონულ საბჭოზე განხილულ თავისი რაიონის შემთხვევებზე საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად. შეხვედრაზე გაწერეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ყოველთვიურად გაიმართება.