საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია მაჭარაშვილმა ბათუმში ახალგაზრდულ ცენტრში „მომავლის თაობა“ ახალგაზრდებთან სათემო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა ბავშვთა მიმართ ძალადობის ოჯახების მოწყვლადობისა და ბავშვთა შრომის საკითხებზე ჩატარდა.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს - „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე და რეგიონში მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერაზე დროული რეაგირება.