ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

შუახევის მერიამ ბავშვთა ძალადობისა და ოჯახების მოწყვლადობის საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო დაამტკიცა

შუახევში, სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და მუნიციპალიტეტში ოჯახების მოწყვლადობის განმაპირობებელ ფაქტორებზე მომუშავე მერიის მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს ჩამოყალიბების იდეა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროექტის - „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში” ფარგლებში წარმოიშვა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით აჭარის რეგიონში.

ოჯახების მოწყვლადობის (ფოკუსით ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შრომის შემთხვევები) განმაპირობებელ ფაქტორებზე მომუშავე მერიის მრჩეველთა საბჭო იქნება რგოლი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მუნიციპალიტეტში ოჯახების მოწყვლადობის განმაპირობებელ ფაქტორებს და დაგეგმავს ამ ფაქტორებზე შესაბამის მულტისექტორულ რეაგირებას. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან ის უწყებები, რომლებსაც სხვადასხვა კუთხით, თუმცა პირდაპირი შეხება აქვთ ოჯახებთან და ბავშვებთან.  ესენია: სოფლის რწმუნებულები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რესურსცენტრის, ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების, ბაღგა-ბაღების, შსს, რელიგიური დაწესებულებების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია და კერძო სექტორი.