ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ბათუმში მიმდინარე პროექტის ფარგლებში რეგიონალური შეხვედრა ჩატარდა

18 ოქტომბერს, ბათუმში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა რეგიონალური შეხვედრა.  შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის ერთეულის უფროსი მილენა ჰარიზანოვა, და გაეროს ბავშთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის ოფიცერი ქეთევან მელიქაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და ქედის  მერი ლევან გორგილაძე. ასევე აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის სოციალური მუშაკები. 
 
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის, პროექტის განმახორციელებელი, პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გააზრება, მიღწევებისა და გამოწვევის განხილვა, განსხვავებული მუნიციპალური პრაქტიკის მიმოხილვა და სამომავლო ქმედებებზე შეთანხმება.
 
აღნიშნული შეხვედრა პროექტის - „მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისა და ოჯახების მხარდაჭერისთვის აჭარაში” ფარგლებში გაიმართა რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში.