13 ნოემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით დაიწყო სოციალური ადვოკატობის ტრენინგი.
ტრენინგი სამი კომპონენტისგან შედგება:
- ადვოკატობის მიზნის და ამოცანების და სხვა;
- კოალიციის შექმნა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, პოლიტიკის შემქმნელთა მხარდაჭერის მოპოვება;
- ადვოკატობის ღონისძიებების შეფასება და მონიტორინგი.
ტრენინგს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები: სალომე ჭიჭინაძე, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითები- ტრენერი, სოციალური კომპონენტის მენეჯერი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი; ნანა მაჭარაშვილი, საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი, კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA); ნიკოლოზ აბუაშვილი, პროფესორი, კონსულტანტი ბიზნეს სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ჩამოყალიბების მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).
პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ და ჯგუფურ სავარჯიშოებს. ტრენინგის მიმდინარეობისას იქნება საუბარი: საქართველოში სოციალური მუშაობის პრაქტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე; სოციალური მუშაობის განვითარების პერსპექტივებზე; სოციალური მუშაკების უფლებები და მათი დაცვის კამპანიები; საქართველოში სხვადასხვა სექტორში სოციალური მუშაობის პრაქტიკის განვითარების წინაპირობები, ხელშემწყობი ფაქტორები და პოტენციური მოკავშირეები/დაინტერესებული მხარეები; სოციალური მუშაობის პრაქტიკის გაუმჯობესება და სხვდასხვა სექტორში სოციალური მუშაკების უფლებების ადვოკატირების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის მოდელების მიმოხილვა.
ტრენინგი 5 დღის განმავლობაში ჩატარდება (13-14-15 ნოემბერი და 28-29 ნოემბერი).
ტრენინგი ხორციელდება, USAID- ის მხარდაჭერით.