ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

მუნიციპალური პროგრამებისა და სოციალური მომსახურებების სტანდარტებისა და მოდელის გაცნობა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა ქეთი გიგინეიშვილმა და პროექტში მოწვეულმა ექსპერტმა, ზურაბ ტატანაშვილმა, პროექტის -“ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ ფარგლებში, ქ. რუსთავისა და მარნეულის, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მუნიციპალური ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამებისა და სოციალური მომსახურებების სტანდარტები და მომსახურების მოდელი გააცნეს.

მომსახურების მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფა, მათი ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.  მომსახურების მოდელი ითვალისწინებს ბენეფიციარების რეფერირებას სამედიცინო, სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამებში, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა დასძლიონ უსახლკარობის პრობლემა და იცხოვრონ დამოუკიდებლად და ღირსეულად.

თავშესაფარი შეიძლება მოიცავდეს, როგორც გადაუდებელ, ასევე რეგულარულ მომსახურებას. ერთი და იგივე მომსახურებას შესაძლოა ჰქონდეს ორივე სახის თავშესაფარი.
გადაუდებელი თავშესაფრის მომსახურება გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ბენეფიციარს დაუზიანდა ან დაკარგა თავშესაფარი სტიქიური უბედურების ან ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების შედეგად (ხანძარი, ომი) და არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი.  გადაუდებელი თავშესაფრის შემთხვევაში მომსახურებას შესაძლოა გააჩნდეს იზოლირებული ფართი ბავშვიანი ოჯახისთვის. გადაუდებელი თავშესაფრის მომსახურება შეიძლება გრძელდებოდეს ერთი თვე.

რეგულარული თავშესაფარი ითვალისწინებს ისეთი ბენეფიციარების მომსახურებას, რომელთაც გადაუდებელი მომსახურების დასრულების შემდეგ კვლავ არ აქვთ საცხოვრებელი ან რომლებმაც დიდი ხნის წინ დაკარგეს საცხოვრებელი და ხანგრძლივად ცხოვრობენ ქუჩაში.

შესაძლოა, გადაუდებელი თავშესაფრით  მომსახურება დასჭირდეს ბავშვიან ოჯახს, რომელსაც დაუზიანდა ან რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი. სანამ მუნიციპალიტეტი მიიღებს ზომებს, რომ ოჯახს გამოუძებნოს იზოლირებული საცხოვრებელი, შესაძლოა ოჯახმა მიიღოს გადაუდებელი თავშესაფრის მომსახურება, თუმცა ამ შემთხვევაში თავშესაფარს უნდა გააჩნდეს იზოლირებული ოთახი ბავშვიანი ოჯახისთვის.

პროექტი “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“  ხორციელდება World Vision საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთობლიობით.