ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სამუშაო შეხვედრა სოციალური პოლიტიკისა და ბავშვთა დაცვის საკითხებზე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ნათია მაჭარაშვილმა და სოფო ბაჩილავამ, მონაწილეობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა სოციალური პოლიტიკისა და ბავშვთა დაცვის საკითხებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებში.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის  ინფორმაციის, ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაცვლის ხელშეწყობა. რომელიც დაეხმარება მინიციპალიტეტებს სოციალური პროგრამების შემუშავებაში, ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების განსახორციელებლად.

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების დოკუმენტი და მუნიციპალიტეტის როლი მისი აღსრულების პროცესში. ასევე ნათია მაჭარაშვილმა და სოფო ბაჩილავამ, აჭარის ორი რაიონის ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ქეთევან დევაძესა და ინგა ყაჭახმაძესთან ერთად შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს აჭარის რეგიონში განხორციელებული ორი პროექტის შედეგები და გამოწვევები. ისაუბრეს აღნიშნულ რაიონებში პროექტის შედეგად წამოწყებულ ინიციატივებზე: მუნიციპალურ მრჩეველთა საბჭოზე; სათემო შეხვედრებზე; რეფერირების დოკუმენტის შესაბამისად შემუშავებულ შიდა ინსტრუქციაზე. ასევე, ხაზი გაესვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და სოციალური მუშაკების თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აღმოსავლეთ საქართველოდან - მერის მოადგილეები, სოციალურ საკითხთა დეპარტამენტების უფროსები და სპეციალისტები.