ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სტუდენტთა საერთაშორისო დღე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  სოციალური  მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს უმასპინძლა.

ასოციაციის წარმომადგენლებმა, სოციალურ მუშობის ყოფილმა სტუდენტებმა, ამჟამინდელ სტუდენტებს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში სოციალური მუშაკების დასაქმების ადგილებისა და ამ უწყებებში მათი ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე მიმოიხილეს სოციალური მუშაობის შესახებ ახალი კანონიც.
 
გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია ასოციაციაციაში გაწევრიანების შესახებ.
 
შეხვედრის ბოლოს ჩატარდა სოციალური მუშაობის ვიქტორინა, გამარჯვებულს გადაეცა პროფესიული ლიტერატურა.