ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ვიზიტი რუმინეთში

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე, ნინო შატბერაშვილი, საქართველოს დელაგაციის წევრია, რომელიც რუმინეთის ბაკეუს ოლქში ბავშვთა კეთილდღეობის მომსახურებების ფუნქციონირებას ეცნობა.

რუმინეთში სოციალური მუშაობის მომსახურებები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეა დანერგილი. ზოგიერთ ოლქში, სკოლები მოსწავლეებსა და მათ ოჯახებსაც კი უწევენ სოციალურ მომსახურებებს. ბაკეუს ოლქის, ქალაქ ბაკეუსა და კოლონეშტისა და მოტოშენის დასახლების ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სიამაყით აღნიშნავენ მათ მიღწევებს ახალი მომსახურებების დანერგვის შემდეგ. სოციალური მუშაკები ოჯახებს კარ და კარ აკითხავენ, რომ მათი მდგომარეობა უყურადღებოდ არ დარჩეთ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მომსახურება დროულად და ეფექტიანად მიაწოდონ.

მოგეხსენებათ, ახლადმიღებული კანონი სოციალური მუშაობის შესახებ საუბრობს მუნიციპალურ დონეზე სოციალური მუშაკის მომსახურების განვითარების შესახებ, რაც შესაბამისად დანერგვის შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში და ბავშვებისა და მათი მშობლების უფლებების დაცვაში დადებით წვლილს შეიტანს.