ბუხარესტში გამრთულ შეხვედრაზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ სოფო კილაძემ წარადგინა ახალი კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, ისაუბრა სახელმწიფოს ხედვაზე სოციალური მუშაობის განვითარებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდის შესახებ.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო შატბერაშვილმა ისაუბრა, სოციალური მუშაობის პროფესიონალიზაციის მნიშვნელობაზე და სოციალური მუშაკების გამოწვევებზე სახელმწიფო სისტემაში, მან ყურადღება გაამახვილა რეგულირების მნიშვნელობაზე და იმ სივრცის ეფექტიანად ათვისებაზე, რის საშუალებასაც ახლადმიღებული კანონი სოციალური მუშაობის შესახებ იძლევა. მან ხაზი გაუსვა სოციალური მუშაკების პროფესიული მხარდაჭერისა და დახელოვნების მნიშვნეობას, რომ მათ შეძლონ მომსახურების მიმღებებს მაღალკვალიფიციური მომსახურება მიაწოდონ. ასევე, აღნიშნა, სოციალური მუშაკების როლი სოციალურ პრობლემებზე რეაგირებაში და ყოველი სოციალური მუშაკის უზრუნველყოფის ვალდებულებაზე დამქირავებლის მხრიდან, რომ მათ ხელი შეუწყონ პროფესიული საქმიანობის აღსრულებაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ კი, წარადგინა საქართველოში სოციალური მუშაობის განვითარების ისტორია და სამომავლო ხედვები. მან მსმენელებს გააცნო, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და OPM —ის ექსპერტის ჯო როჯერსის მიერ მომზადებული ანგარიში.
მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა კი აუდიტორიას გააცნო სერთიფოცირების პროცესი, რომელიც ახალი კანონის შესაბამისადაა დაგეგმილი.