ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ნათია მაჭარაშვილმა და ქეთი კალანდაძემ ჩაატარეს ტრენინგი სოციალური მუშაკებისა და მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი იყო საინფორმაციო სახის და მისი თემა მოიცავდა ინფორმირებულობის გაზრდას სოციალური ადვოკატობის შესახებ, კერძოდ კი თუ რა არის სოციალური ადვოკატობა, რა მნიშვნელობა აქვს მას სოციალურ სამუშაოში, ვინ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფი და როგორ უნდა განხორციელდეს იგი პრაქტიკაში. ტრენინგი შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან. ეს უკანასკნელი მოიცავდა მნიშვნელოვანი პრობლემის გამოკვეთას შერჩეული სამიზნე ჯგუფისთვის (შშმ და სსსმ პირები), რომელიც ექმნებათ სხვადასხვა სერვისების მიღებისთვის, ასევე არჩეული პრობლემის პრევენცია/გადაჭრა, სოციალური ინკლუზიის უზრუნველყოფა სოციალური ადვოკატობის ნაბიჯების გამოყენებით.

ტრენინგი ჩატარდა ორ ეტაპად და მოიცვა, როგორც თბილისის ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სოციალური მუშაკები.

ტრენინგი მიმდინარეობდა პროექტის ,,მწვავე შეზღუდულობის მქონე ბავშვთა ალტერნატიული მომსახურების - მცირე საოჯახო სახლის პერსონალის გაძლიერება მომსახურების განვითარების მიზნით’’ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდი/ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის ,,მწვავე შეზღუდულობის მქონე ბავშვთა ალტერნატიული მომსახურების - მცირე საოჯახო სახლის პერსონალის გაძლიერება მომსახურების განვითარების მიზნით’’ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდი/ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.