პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში 2019 წლის 28-29 ნოემბერს ბორჯომში, სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-ში, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა
პროექტში ჩართული 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები: ირმა ბებერაშვილი, თინათინ ფარეიშვილი, ცაბუნია ვართაგავა.
შეხვედრის მიზანი იყო პროეტში ჩართული მუნიციპალიტეტებისთვის სექტორებს შორის თანამშრომლობის არსის და მნიშვნელობის გაცნობა, წარმატებული მუნიციპალური პროგრამის გაცნობა, მუნიციპალური პროგრამების მიწოდებისას არსებული პრაქტიკის გაზიარება და გამოწვევებზე რეაგირების შესაძლო გზებზე ერთობლივი მსჯელობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს სამომავლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოებმა მუშაობა.
რეგიონალური შეხვედრა სამიზნე მუნიციპალიტეტებთან მოიცავდა შემდეგ სესიებს:
რეგიონალური შეხვედრა სამიზნე მუნიციპალიტეტებთან მოიცავდა შემდეგ სესიებს:
- მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისას სექტორებს შორის თანამშრომლობის არსისა და მნიშვნელობის გაცნობა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის გადაუდებელი რეაგირების პროგრამის გაცნობა - რეგიონალური შეხვედრის მონაწილეებს გაეცნოთ სექტორებს შორის თანამშრომლობის არსი და პრინციპები, სექტორებს შორის თანამშრომლობის მაგალითად კი განვიხილეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მოქმედი გადაუდებელი რეაგირების პროგრამა, სადაც სხვადასხვა სექტორი თანამშრომლობს საბჭოს ფორმატში და ისე აწვდიან მომსახურებებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს.
- ჯგუფურ მუშაობებს მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისას სექტორებს შორის თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებაზე - პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტებმა იმუშავეს სექტორთშორისი თანამშრომლობის გათვალისწინებით სამომავლო მუშაობის დაგეგმვაზე თავიანთ მუნიციპალიტეტებში: განსაზღვრეს პროგრამა, პროგრამის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფი, გამოწვევები და რისკ-ფაქტორები, ძლიერი მხარეები, ვადები და ა.შ.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოების მიმართულებით პრაქტიკების გაზიარება მუნიციპალიტეტებს შორის და სამომავლო გეგმების დასახვა - ბოლო სესიები ეთმობდა მუნიციპალიტეტებში სწორედ შეზღუდული პირების საკითხებზე მომუშავე საბჭოს მუშაობას, გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივ მუშაობას.