ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ტრენინგი „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში

2019 წლის 8-9 ივლისს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი ბაკურიანში, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგის მიზანი იყო მუნიციპალიტეტებისთვის სათემო შეხვედრების (მუნიციპალიტეტებსა და ბენეფიციარებს შორის ურთიერთობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით) შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობა,  არსებული გამოწვევების დაძლევის ხერხებზე ერთობლივი მსჯელობა, კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, რომლებიც მუნიციპალიტეტებს  დაეხმარება მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაში, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბენეფიციარებთან კომუნიკაციის და ინფორმაციის გავრცელების გაუმჯობესებაში, სტანდარტების გაცნობა და სტანდარტების ინდიკატორების აღსრულების გზების ერთობლივი შემუშავება, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან კომუნიკაციის და  მათი ინფორმირებულობის გაუმჯობესების გზამკვლევის შემუშავება. 
8-9 ივლისს ჩატარებული ტრენინგი სამიზნე მუნიციპალიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოიცავდა 5 სესიას:
  • მუნიციპალური პროგრამების სტანდარტები და სათემო შეხვედრების შედეგები 
  • მოწყვლადობა, სექტორებს შორის თანამშრომლობა, სათემო მობილიზაცია
  • ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 
  • სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებში ინფორმაციის გავრცელებისა და კომუნიკაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის 
  • მუნიციპალური სოციალური პროგრამის მიზნების სწორი გასიტყვება.
თავდაპირველად ტრენინგის მონაწილეებს გაეცნოთ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სათემო შეხვედრების მიგნებები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ პრინციპების შესახებ, რაზეც არის დაფუძნებული მუნიციპალური პროგრამების სტანდარტები, ზოგადად გეცნოთ სტანდარტები და სტანდარტების ინდიკატორები.
შემდეგი სესიის მიზანი იყო მონაწილეებს გაეაზრებინათ ბენეფიციართა იმ კატეგორიების სირთულეები, რომლებთანაც უწევთ მუშაობა, თუ ვინ არიან მათი პოტენციური ბენეფიციარები და როგორ უნდა მიუწვდებოდეთ მათ ხელი ინფორმაციაზე, რა გავლენას ახდენს ადამიანის ინფორმირებულობაზე მოწყვლადობა და რა მნიშვნელობა აქვს სექტორებს შორის თანამშრომლობას და სათემო მობილიზაციას ბენეფიციართა ინფორმირეულობის ზრდისთვის.
სესიის მიმდინარეობისას მონაწილეებს პრეზენტაციის ფორმატში მიეწოდათ ინფორმაცია მოწყვლადობის, მისი ინდიკატორების, მოწყვლად ჯგუფებთან კარგად დაგეგმილი და გააზრებული კომუნიკაციის აუცილებლობის, სექტორებს შორის თანამშრომლობის და სათემო მობილიზაციის შესახებ. 
ტრენინგის მესამე სესია ეთმობოდა ეფექტური კომუნიკაციის და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობას მუნიციპალურ დონეზე, ასევე ეთიკურ საკითხებს ბენეფიციარებთან ურთიერთობისას. 
შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაციის სახით მიეწოდათ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ თემებზე. სესიის მიმდინარეობა ასევე ითვალისწინებდა გონებრივ იერიშს და ჯგუფურ სავარჯიშოს, რომლის დროსაც მონაწილეებს დაურიგდათ სტანდარტების ინდიკატორები, რომელსაც პირველ სესიაში გაეცნენ და მიეცათ დრო, რათა ჯგუფურად ემსჯელათ და გამოეკვეთათ მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები კომუნიკაციის განვითარების მხრივ და დაეგეგმათ კონკრეტული ინდიკატორის კუთხით რა ცვლილებები შეიძლება დაინერგოს მათ მუნიციპალიტეტში.
მეოთხე სესიაში მონაწილეებს გაეცნოთ მუნიციპალიტეტებში ინფორმაციის გავრცელებისა და კომუნიკაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის შექმნილი გაიდლიანის/სახელმძღავნელო.
ბოლო სესიაში მონაწილეები პრეზენტაციის სახით გაეცნენ ყველა მუნიციპალიტეტის პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია On Line სივრცეში. ასევე მიეწოდათ ინფრომაცია SMART კონცეფციის და მიზნების სწორი ფორმულირების აუცილებლობის და მნიშვნელობსი შესახებ. 
პრეზენტაციების შემდეგ მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ სხვადასხვა ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაცია ემთხვეოდეს ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ ამისთვის აუცილებელია არსებობდეს გარკვეული ჩარჩო და სტანდარტი, რომელსაც მიჰყვებიან, თუმცა აქვე აღნიშნავდნენ, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტს (მაგალითად: ბათუმი და რუსთავი) აქვს პროგრამული ბიუჯეტი, რაც ხელს უწყობს მეტ მოქნილობაში პროგრამების გაწერის კუთხით.