ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" დასრულდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" დასრულდა. პროექტის დახურვის ცერემონია სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის წევრები, პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ, World Vision საქართველომ და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების ანგარიში წარადგინეს. განიხილეს მიღწეული შედეგები, განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და გააცნეს თანამშრომლობის ეფექტური პლატფორმები, რომლის განვითარებაც პროექტის განხორციელებისას მოხდა.     
პროექტი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" ორი წლის განმავლობაში საქართველოს ექვსი რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა. იგი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში შეიცვალა სოციალური პროგრამები, ამოქმედდა მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტი, გადამზადდა სამიზნე მუნიციპალიტეტების თანამშრომლები და 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სხვადასხვა სახის მხარდამჭერი ღონიძიებები ჩატარდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, შეიქმნა ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმა
 
.