ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამცხე-ჯავახეთის კლინიკებთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და „ექსპერტიზ ფრანსთან“ თანამშრომლობით, იწყებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, სახელწოდებით: „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“.
პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებისა და ზრდასრული პირების ფუნქციურ შეფასებას და მათი საჭიროებების განსაზღვრას სოციალური მოდელის მიხედვით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 7 ნოემბერს ოთხმხრივი 7-თვიანი მემორანდუმი გაფორმდა ასოციაცის, სამინისტროს, „ექსპერტიზ ფრანსს“ და პილოტში ჩართულ კლინიკებს (სს ევექსის ჰოსპიტლების ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი, სს ევექსის ჰოსპიტლების ახალქალაქის ჰოსპიტალი, შპს ახალციხის კლინიკა „იმედი") შორის.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, ითანამშრომლონ შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელის პილოტირებასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას. 
ღონისძიებას ახალციხის მერიამ უმასპინძლა, რომელიც რეგიონში პროექტის განხორციელების მხარდამჭერია. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და „ექსპერტიზ ფრანსის“ წარმომადგენლები, ახალციხის მერის მოადგილე, ასოციაციის დირექტორი, პილოტში ჩართული კლინიკების დირექტორები, ექიმები და პროექტის ფარგლებში დასაქმებული ფუნქციური შეფასების სპეციალისტები.