ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

შეხვედრა იმერეთის მხარეში სოციალური სამსახურის ხელმძღვანელებთან და მერის მოადგილეებთან

2019 წლის 8 ნოემბერს იმერეთში სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის განვითარების ცენტრის (IDC) ინიციატივით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია/GASW, გამართა შეხვედრა იმერეთის მხარეში სოციალური

სამსახურის ხელმძღვანელებთან და მერის მოადგილეებთან.

მხარეებმა ისაუბრეს თვითმმართველობებში სოციალური პროგრამების თაობაზე, კერძოდ, ბენეფიციართა კმაყოფილების კვლევაზე, სოციალური პროგრამირების საუკეთესო პრაქტიკაზე და არსებულ გამოწვევებზე.

ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინოვაციური მიდგომა ქუთაისში მიმდინარე გადაუდებელი რეაგირების პროგრამის შესახებ.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციიდან პროგრამის კოორდინატორი, ექსპერტი ირმა ბებერაშვილი.