2019 წლის 14 აგვისტოს ასოციაციამ "ჰანგი" აბაშის მუნიციპალიტეტში ჩაატარა პროექტის „სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“ პრეზენტაცია, რომელიც ხორციელდება პროექტ „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტში. ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტს ახორციელებენ "World vision Georgia", საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.
პრეზენტაცია გაიმართა აბაშის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში. პრეზენტაცია გამართეს ანჟელა ხუხუამ (ასოციაციის მენეჯერი), სოფიო ჩახაიამ (ასოციაციის ადმინისტრატორი) და რუსლან საჯაიამ (ასოციაციის თავმჯდომარე). დამსწრე საზოგადიებას გააცნეცს არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა, პროექტით დაგეგმილი აქტივობები და სექტორებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობა შშმ პირთა წინაშე მდგარი რეალობის პოზიტიური ცვლილებისათვის. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.