ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის

2020 წლის დასაწყისში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ დაასრულა პროექტი სახელწოდებით “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის”, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ხანგრძლივობა იყო ორი წელი, მისი განხორციელება დაიწყო 2018 წლის თებერვალში და დასრულდა 2020 წლის თებერვალში.

პროექტს ახორციელებდა სამი პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, World Vision საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში: 

  • ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული
  • კახეთი:  თელავი, ყვარელი, გურჯაანი
  • სამცხე-ჯავახეთი: ახალციხე, ადიგენი
  • იმერეთი: ბაღდათი, ზესტაფონი
  • აჭარა: ბათუმი, შუახევი
  • სამეგრელო: სენაკი, აბაშა

პროექტის ძირითად მიზანი იყო საქართველოში კარგი მმართველობის,  ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა, რაც მოიაზრებდა  გაძლიერებულ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.

პროექტის მიმდინარეობის ორი წლის განმავლობაში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი ღონისძიება: 

1. სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური მომსახურებების შეფასება - სპეციალურად შემუშავებული ფორმის მეშვეობით შეფასდა 108 მუნიციპალური სოციალური პროგრამა, რომელთა შეფასების შედეგადაც გამოიკვეთა მუნიციპალური პროგრამების როგორც ძლიერი მხარეები, ასევე გამოწვევები, რომელთა გათვალისწინებაც სამომავლოდ მუნიციპალიტეტების მხრიდან მნიშვნელოვანია, რათა შეიქმნას მოქალაქეებზე მორგებული სოციალური მომსახურებები ადგილობრივ დონეზე.

2. სოციალური პროგრამების ზეგავლენის გაზომვის ინსტრუმენტის განვითარება და აღნიშნული ინსტრუმენტით სოციალური  პროგრამების ზეგავლენის კვლევა 6 მუნიციპალიტეტში - შეფასდა 11 მუნიციპალური პროგრამის ზეგავლენა 235 ბენეფიციარზე. ზეგავლენის კვლევამ გამოკვეთა, რომ მუნიციპალური პროგრამების უმრავლესობა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული და არაა გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზა.

3. საერთაშორისო გამოცდილებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებების შესაბამისად შემუშავდა:

  • საჭიროებაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი
  • მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და მომსახურებების მინიმუალური სტანდარტების დოკუმენტი
  • მომსახურების მოდელის დოკუმენტი – უსახლკაროთა თავშესაფრის მოდელი

4. სამიზნე მუნიციპალიტეტების სოციალური დეპარტამენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია ინკლუზიური და საჭიროებაზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარების მიზნით, რაც გულისხმობდა:

  • მუნიციპალიტეტების სოციალური დეპარტამენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაერთიანებულ სამუშაო შეხვედრებს 
  • მრგვალი მაგიდის შეხვედრებს
  • რეგიონალურ შეხვედრებს
  • ტრენინგებ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის 
  • ტრენინგებს არასამთავრობო ორგანზაციებისთვის

5. სათემო შეხვედრები მოსახლეობასთან და მათი შედეგების გაცნობა მუნიციპალიტეტებისთვის – პროექტის ფარგლებში იმართებოდა შეხვედრები მოსახლეობასთან, მოკვლეული იყო ის სოციალური საჭიროებები, რომლებიც მათა აქვთ, მათი მოსაზრება მუნიციპალურ პროგრამებზე, ხოლო შემდგომ სათემო შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებებისა და რეკომენდაციების გაცნობა ხდებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის.

6. გრანტების გაცემა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ადვოკატირების ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით – საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ გასცა სამი მცირე გრანტი ქვემო ქართლის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში ადგილობრივი ორგანზაციების გაძლიერების, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და მუნიციპალიტეტებსა და სათემო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშესაწყობად.

 

პროექტის მიმდინაროებისას საქართველოს სოციალურ მუშაკთა  ასოციაციის მუშაობის შედეგად ჩვენს სამიზნე რეგიონებში (აჭარა, სამეგრელო, ქვემო ქართლი) მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიღწეული შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

აჭარა

ბათუმი:

  • განახლდა მერიასთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭო
  • გადამზადდა მერიის ადმინისტრაციული ერთეულების მენეჯერები და უსახლკაროთა თავშესაფრის თანამშრომლები
  • ჩატარდა სათემო შეხვედრები მოსახლეობასთან
  • შემუშავდა/განახლდა შემდეგი სოციალური პროგრამა: ღამის უსახლკაროთა თავშესაფარი გადაკეთდა სადღეღამისო  თავშესაფრად  და პროექტის მიერ შეთავაზებული მოდელის მიხედვით - დაემატა სოციალური მუშაკი, მემორანდუმის საფუძველზე თავშესაფრის ბენეფიციარებს ხელი მიუწვდებათ ფსიქოლოგის მომსახურებაზეც.

შუახევი: 

  • 2020 წლისთვის შეიმუშავეს მონაწილეობითი/მიზნობრივი ბიუჯეტი
  • ჩატარდა სათემო შეხვედრები
  • გადამზადდა მერიის სოციალური განყოფილების თანამშრომლები

 

ქვემო ქართლი

რუსთავი:

  • გააქტიურა მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ
  • შემუშავდა/განახლდა შემდეგი სოციალური პროგრამები: აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება; გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; სტუდენტთა სოციალური დახმარება; სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა.

მარნეული:

  • გადამზადნენ მერიის ადმინისტრაციული, სოციალური განყოფილების თანამშრომლები 
  • ჩატარდა სათემო შეხვედრები მოსახლეობასთან
  • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის მიმართულებით შემუშავდა და განახლდა შემდეგი სოციალური პროგრამები: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება; უსინათლო ან/და ყრუ-მუნჯ ბენეფიციართა დახმარება 
  •  2019 წლის 24 დეკემბერს  მარნეულის საკრებულომ მიიღო დადგენილება #53  მარნეულის მუნიციპალიტეტში შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ. 
  • 2020 წლისთვის დაგეგმილია ახალი პროგრამის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს გამცილებლის სერვისისა და სურდო თარჯიმნის სერვისის მომსახურებას.

 

სამეგრელო

აბაშა:

  • დაემატა „თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა“ 
  • მერიაში გამოიყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოქალაქეებს მიაწვდის ინფორმაციას სოციალური პროგრამების შესახებ 

სენაკი: 

  • ბავშვზე ზრუნვის პროგრამები გამოცალკევდა სხვა პროგრამებისგან
  • შგაიზარდა ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარების პერიოდულობა