ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში

პროექტი ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“, 2018 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მოდელის დანერგვა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/მაძიებლების ფუნქციონირებისა და სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებისთვის საჭირო მომსახურებების განსაზღვრა.

პროექტი აჭარის რეგიონის 6 სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება სადაც დღესდღეობით მიმდიონარეობს პირისათვის შშმ სტატუსის მინიჭების პროცედურა. 

პილოტირების საწყის ეტაპზე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ შეარჩია თანამშრომელთა გუნდი ( 5 შემთხვევის მენეჯერი, 6 ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტი), რომელთაც გაიარეს ინტენსიური ტრენინგი კვალიფიციური ტრენერების მიერ სპეციალურად შექმნილი ტრენინგ მოდულების საფუძველზე.

2019 წლის აპრილიდან ყოველთვიურად მიმდინარეობდა სტატუსის მაძიებელი პირების შეფასება და შემთხვევების მართვა პილოტის ფარგლებში შემუშავებული სამუშაო ინსტრუმენტების/კითხვარების მეშვეობით. პროექტის ფარგლებში სულ შეფასდა 500 ზე მეტი პირი რომელთა შესახებ  ინფორმაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პროგრამაში მოიყარა თავი, რომელიც მისი დამუშავების და ანალიზის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია რომ პილოტირების პროცესი არსებული მოდელის პარალელურად მიმდინარეობს და არ ახდენს გავლენას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსზე. მასში მონაწილეობა ხდება ექიმის გადმომისამართების საფუძველზე პროცესი ნებაყოფლობითია და პირის ჩართვა პროექტში ხდება ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, რომლის შემდეგ შემთხვევის მენეჯერის მიერ ფასდება პირის/ კანონიერი წარმომადგენელთან ინტერვიუსა და სპეციალური ანკეტის  მეშვეობით მისი სოციალური პროფილი და საჭიროებები, რის შემდგომ ფუნქცირი შეფასების სპეციალისტების მიერ ხორციელდება ფუნქციონირების შეფასება. შემდგომ ეტაპზე მულტიდისციპლინური გუნდის (შემთხვევის მენეჯერის, ფუნქცირი შეფასების სპეცილისტის ექიმის, საჭიროებისამებრს სხვა მოწვეული სპეციალისტის) მიერ მიმდინარეობს  არგუმენტირებული მსჯელობა ფუნქციონირების ხარისხის, ჯანმრთელობის მდგომერაობის შესახებ და ხდება გადაწყვეტილების მიღება პირის სტატუსთან მიმართებაში სოციალური მოდელის მიხედვით, გარდა ამისა გუნდი მსჯელობს პროექტში მონაწილე პირის ინდივიდუალურ სოციალურ საჭიროებებზე და შემთხვევის მართვის პროეცში ხდება მათი საჭიროებისამებრ მომსახურებებთან დაკავშირება, ინფორმაციის მიწოდება, ადვოკატირება. 

პროეტში მონაწილეებს შორის  იყო როგორც  სამედიცინო დაწესებულების მომართვის საფუძველზე ინფორმირებული სტატუსის მაძიებელი პირი ასევე თვითმომართვისა და აუთრიჩის/ოჯახში ვიზიტის შედეგად მოძიებული პირებიც, რომელთან თემში ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი სტატუსის დადგენასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ასევე შეფასებაში იყვბნენ ჩართული აჭარის რეგიონში არსებული ბავშვთა სარეაბილიტაციო მომსახურებებიც. 

პილოტირების განმმავლობაში  მუდმივად ტარდებოდა  სათემო შეხვედრები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში,რომლის მიზანი იყო იმ პირების  პილოტის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით, რის შედეგადაც პილოტირების პროცესში ჩაერთო არაერთი ადამიანი. შეიქნმა რეგიონში არსებული მომსახურებების ბაზა, ასევე პროექტისთვის სპეციალურად შეიქმნა პროგრამა, რომელიც პროექტის შეფასების შედეგების და ზოგადად პროცესის დამუშავების და ანალიზის საშუალებას იძლევა;

პილოტის ფარგლებში შემუშავდა სხვადასხვა მეთოდოლოგიური დოკუმენტი და შეფასების ინსტრუმენტი. პილოტის ფარგლებში დაქირავებულ სპეციალისტებთან ინტენსიურად მიმდინარეობდა პროფესიული სუპერვიზია, მათი პროფესიული პროცესის გაუმჯობესების მიზნით და ველზე გამოვლენილი სხვადასხვა გამოწვევაზე საპასუხოდ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზი, პროექტის შედეგების შეფასება და სამინისტროსთვის რეკომენდაციების შემუშავება, რის შემდეგაც პროექტი დასრულდება.