საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდის და ის მხარდაჭერით ახორციელებს საპილოტე პროექტს ,,სოციალური მოდელის პილოტირება აჭარის რეგიონში“, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მოდელის დანერგვას.
აღნიშნული ინციატივა გულისხმობს სტატუსის განსაზღვრას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფუნქციონირების გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში, აგრეთვე ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/მაძიებლების ფუნქციონირებისა და სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებისთვის საჭირო მომსახურებების განსაზღვრა, რაც სოციალური მოდელის დანერგვის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. ეს მიდგომა ხელს უწყობს სტატუსის განსაზღვრას სტატუსის მაძიებელი პირის ინდივიდუალურ მდგომარეობას და გამოკვეთავს ინდივიდუალურ საჭიროებებს. პილოტით გათვალისწინებული ახალი სისტემა იყენებს ბიო ფსიქო სოციალურ მიდგომას, რომელიც ადამიანის განვითარებას და ფუნქციონირებას განიხილავს ჰოლისტურ ჭრილში. ბიო ფსიქო სოციალური მიდგომის დასამკვიდრებლად უკვე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირებას ემატება შემდეგი შეფასებები:
- ბავშვის და ზრდასრული პირის ფუნქციონირების შეფასება
- ბავშვის და ზრდასრული პირის სოციალური პროფილის და საჭიროებების შეფასება
შეფასებებს უზრუნველყოფენ პილოტის ფარგლებში მომზადებული სპეციალისტები. ფუნქციური შეფასება ხორციელდება ფუნქციური შეფასების სპეციალისტების მიერ, ხოლო სოციალური პროფილის და საჭიროებების შეფასება ხდება შემთხვევის მენეჯერების მიერ. ასევე ინერგება შემთხვევის მართვის სისტემა, რაც მიზნად ისახავს სტატუსის მაძიებელი პირის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროცესის შექმნას.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის არ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 6 სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმდა ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი. საპილოტე პროექტში მონაწილე სპეცილისტების (6 ექიმი კოორდნატორი, 6 ფუნქციური შეფასების სპეციალისტი, 5 შემთხვევის მენეჯერი) მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ 2019 წლის 8 აპრილს ოფიციალურად შეუდგნენ პილოტით გათვალისწინებული პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის სისტემაში სოციალური მოდელის პილოტირება მიმდინარეობს სტატუსის დადგენის ოფიციალური პროცესის პარალელურად და არ ახდენს ზეგავლენას არსებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებაზე.