„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ინტერვენციები ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობისთვის“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტიან განხორციელებას.
ამ მიზნით, ასოციაციის მიერ დაქირავებულმა ექსპერტები მოამზადებენ უწყებათაშორის თანამშრომლობის სახელმძღვანელოს ახალი მუნიცპალური სამსახურებისთვის, ასევე ჩაატარებენ ტრენინგს სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის. ექსპერტები ასევე იმუშავებენ კოდექსის სხვადასხვა მუხლის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობისთვის.
პროექტის განხორციელების ვადაა თებერვალი-სექტემბერი 2020.