"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" "ზიანის შემცირების ქსელთან" თანამშრომლობით ახორციელებს ტრენინგს, რომლის მიზანიც შემთხვევის მართვის კომპონენტის გაძლიერებაა ორგანიზაციაში. ტრენინგის სამიზნე ჯგუფს ორგანიზაციის თანასწორ განმანათლებლები და ინტერვიუერები წარმოადგენენ.
ტრენინგს უძღვება ასოციაციის თანამშრომელი ანი ასლანიშვილი და თიკა ფარეიშვილი.
ტრენინგის დროს დაიფარება შემდეგი თემები: ინტერვიუს ჩატარების ტექნიკები, კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმები, შემთხვევის მართვის ზოგადი მიმოხილვა და სხვა.