ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

გიწვევთ ვებინარზე "ბავშვთა ინსტიტუციური ზრუნვის ტენდენციები საქართველოში"

"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" აგრძელებს ვებინარების სერიას. ამჯერად გთავაზობთ ვებინარს თემაზე: ბავშვთა ინსტიტუციური ზრუნვის ტენდენციები საქართველოში

თარიღი: 23 ივლისი, 2020
დრო: 17:00 - 18:00

მომხსენებელი: ნინო ნუცუბიძე, Master of the Social work & Child Development

 


თემის მიმოხილვა: მომხსენებელი არის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული ჯგუფის წევრი, რომელიც იკვლევს და მსჯელობს ადრეულ ასაკში ბავშვების მიტოვების ან სახელმწიფოს მიერ ოჯახიდან გამოყვანის საკითხებს. აღნიშნული ჯგუფის ფარგლებში, მან მოიკვლია და გააანალიზა ბავშვთა ინსტიტუციური ზრუნვის ტენდენციები საქართველოში. სიტუაციური ანალიზის შედეგად, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს მიერ დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის გატარების მიუხედავად, საქართველოში დღეს მკვეთრად იკვეთება დაუცველი ბავშვების ინსტიტუციური (ოჯახის ალტერნატიული) ზრუნვის ტენდენციები, ნაცვლად მათი ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის შესაძლებლობებით უზრუნველყოფისა. სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში დეფიციტურია სოციალური მუშაკის ხელმისაწვდომობა, მათ მიერ პროფესიული კომპეტენციის შესაბამისი მომსახურების გაწევა და ოჯახის მხარდამჭერი პრაქტიკა. შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებულია კრიზისის ინტერვენციაზე (ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა), ვიდრე ოჯახის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანაზე (მისი ოჯახში შენარჩუნება ან დროული დაბრუნება). ვებინარის ფარგლებში მოხდება აღნიშნული სიტუაციური ანალიზის შედეგების უფრო დეტალური განხილვა. 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 ივლისი, 18:00.