“საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია” “World Vision”–ის მხარდაჭერით 2019 წლის სექტემბრიდან ახორციელებს ტრენინგებს “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს” სოციალური მუშაკებისთვის.
ტრენინგის მიზანია სოციალური მუშაკების ცოდნის გაღრმავება და უნარების გაძლიერება შემდეგ საკითხებზე:
- ოჯახებთან სოციალური მუშაობა
- კონსულტირება სოციალურ მუშაობაში
- პროფესიული ეთიკა
- რთული ქცევის მართვა
- ოჯახის კონსულტირება კრიზისულ სიტუაციაში
- პროფესიული გადაწვა
თითო ტრენინგი შედგებოდა 10 სესიისგან (2.5 დღე), შესაბამისად, მონაწილეებს სულ ჩაუტარდათ 20 სესია, რაც უტოლდება 5 სატრენინგო დღეს.
სატრენინგო მასალებზე იმუშავეს ექსპერტებმა შორენა საძაგლიშვილმა და ია შეყრილაძემ.
ტრენინგები ჯერ კიდევ მიმდინარეა და კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს. ამ ეტაპზე ტრენინგში უკვე 157 სოციალური მუშაკი ჩაერთო.