"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" აგრძელებს ვებინარების სერიას. ამჯერად გთავაზობთ ვებინარს: ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობა
თარიღი: 29 ივლისი, 2020
დრო: 17:00-18:00
მომხსენებელი: ნელი აკობია
**თემის მიმოხილვა:
ოჯახის გაძლიერების კომპლექსური მიდგომა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს განსაკუთრებით მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერის, ბავშვის ოჯახისგან დაშორების პრევენციისა და ბავშვის კეთილდღეობის ხელშეწყობის საქმეში. ოჯახის გაძლიერების ჰოლისტური მიდგომა, როგორც წესი, გულისხმობს ოჯახის ფსიქო-ემოციურ, სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. სწორედ ეს კომპონენტები იყრის თავს SOS ბავშვთა სოფლის ოჯახის გაძლიერების პროგრამებში თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში. SOS ბავშვთა სოფლის ოჯახის გაძლიერების მიმართულების მრჩეველი და ამავდროულად, ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტის მენეჯერი, ნელი აკობია ისაუბრებს ოჯახის გაძლიერების კომპლექსურ მიდგომაზე, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს. ნელი მიმოიხილავს ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტის პირველი ფაზის გარე შეფასების შედეგებსაც და კოვიდ-19-ის პირობებში ოჯახის გაძლიერების პროგრამის ფუნქციონირებასაც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მშობლობის უნარების განვითარებაზე, გენდერული ნიშნით თანასწორობის ხელშეწყობასა და მამების/კაცების ჩართულობის გაზრდაზე ბავშვისა აღზრდისა და საოჯახო საქმეებში.
** მომხსენებლის შესახებ:
ნელი აკობია არის სოციალური მუშაობის მაგისტრი. მას მაგისტრატურის ხარისხი მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ნიუ იორკში, ა.შ.შ. ნელის აქვს სოციალური მუშაობისა და სოციალურ მომსახურებებში საქმიანობის 12-წლიანი გამოცდილება ბავშვთა კეთილდღეობის, ოჯახების გაძლიერების, შეზღუდული შესაძლებლობის, სპეციალური საჭიროების, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. ნელის გამოცდილება მოიცავს შემდეგს: პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა ტრენინგებისა და პროფესიული ზედამხედველობის სახით, პროექტებისა და სოციალური მიმართულების საქმიანობის მართვა, ადვოკატობა სისტემურ დონეზე, სოციალური მუშაობის ახალი დარგების განვითარებაში ხელშეწყობა და ა.შ. ნელი წლების განმავლობაში ასწავლის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.