ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ონლაინ-ტრენინგები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების შესახებ

თბილისი, 27 ივლისი, 2020. საქართველოს მუნიციპალიტეტების 190-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს ონლაინ ტრენინგებში, რომელზეც განიხილება ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს პარლამენტში გაიმართა სპეციალური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების ტრენინგები და მათი როლი კოდექსის განხორციელების პროცესში. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შეხვედრას დისტანციურად შეუერთდნენ.

ტრენინგების პროგრამა ერთობლივად შეიმუშავეს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტრენინგები დაეხმარება პროფესიონალებს - მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, სოციალურ მუშაკებს, მოსამართლეებს კოდექსის განხორციელების პროცესში. ბავშვის უფლებათა კოდექსი 2020 წლის სექტემბერში შევა ძალაში.

„ტრენინგების მიზანია, მუნიციპალიტეტების ყველა თანამშრომელი ჩართული იყოს ბავშვთა დაცვაში, ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და უნარები და იმოქმედონ ეფექტიანი ადმინისტრაციული პროცესებით,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

„გაეროს ბავშვთა ფონდი გეგმავს მხარი დაუჭიროს როგორც მუნიციპალიტეტებს, ისე კოდექსის განხორციელების პროცესის სხვა მონაწილეებს, რათა ის მაღალი სტანდარტი, რაც კოდექსმა დააწესა, სრულად აისახოს საქმიანობასა და ქმედებებში და საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი მართლაც იყოს დაცული,“ თქვა ხალილმა.

„აშშ განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვაში და ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში“, განაცხადა ადამ შმიდტმა, აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების დირექტორმა. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საწყის ტრენინგებს მუნიციპალიტეტების ბავშვთა დაცვის სამსახურებისთვის. ეს ტრენინგი განმარტავს იმ ახალ პასუხისმგებლობებს, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაეკისრათ, ასევე კოდექსით განსაზღვრულ გარემოს, რომელშიც მუნიციპალიტეტებს მოუწევთ მუშაობა“.

ბავშვის უფლებათა კოდექსი დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მუნიციპალიტეტების თანამშრომლები არიან მთავარი მოქმედი პირები, ვინც პირველები აღმოაჩენენ დაუცველ ბავშვიან ოჯახებს და ახდენენ რეაგირებას, იმისათვის, რომ ოჯახმა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანმა სოციალურმა ერთეულმა, უზრუნველყოს ბავშვები საჭირო მხარდაჭერით და ზრუნვით.

წყარო