ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ახალციხეში სოციალური მოდელის პილოტირებაში ჩართული ექიმების გადამზადება მიმდინარეობს

პროექტის „სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში გრძელდება ადგილობრივ თანამშრომელთა გადამზადება და ამჯერად, აგვისტოს დასაწყისში, თბილისიდან მოწვეული ექსპერტის მიერ ექიმ-კოორდინატორებთან გაიმართა ტრენინგი. მისი მიზანი იყო ექიმებისთვის ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომის კიდევ ერთხელ გაცნობა და მისი მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება, ერთი და იმავე დიაგნოზის განსხვავებული გავლენის გააზრება სხვადასხვა ადამიანის ფუნქციონირებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში მისაღები ტერმინოლოგიის დასწავლა, სტატუსის მაძიებელი პირის პილოტში ჩართვისა და ფუნქციური შეფასების სპეციალისტთან გადამისამართების პროცედურის გამართვა, მულტიდისციპლინურ გუნდში თანამშრომლობის გაუმჯობესება.

პროექტში ჩართულია 4 ექიმ-კოორდინატორი: ახალციხის „ევექსის“ ჰოსპიტალის, ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის, ახალციხის კლინიკა „იმედის“ და ახალქალაქის „ევექსის“ ჰოსპიტალის ექიმები.

ექიმების გარდა, დამატებითი ონლაინ გადამზადება გაიარეს ფუნქციური შეფასების სპეციალისტებმაც ისეთ თემებზე, როგორიცაა: შემთხვევის მართვა, სოციალური საჭიროებების შეფასება, მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა, სამოქმედო გეგმის შედგენა და მისი აღსრულება, მომსახურებების მოძიება და გადამისამართება, ადვოკატირება და სხვა.

სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე წლის იანვრიდან მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. მას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია „ექსპერტიზ ფრანსის“ მხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.