პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) და წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას.
აღნიშნული მიზანი მიიღწევა ფინანსურად მდგრადი სოციალური მომსახურების მიმწოდებლების, ე.წ. „მხარდაჭერის სახლების“, დაფუძნებით, რომლებიც: ა) შექმნიან და განახორციელებენ შინმოვლის ინტეგრირებული მომსახურების მოდელებს, რომლებიც დაეფუძნება ხარისხის ერთიან სტანდარტს და ბ) იფუნქციონირებენ როგორც შინმოვლის მომსახურებების ცოდნის კერები, უზრუნველყოფენ მომვლელების კომპეტენციის განვითარებას, შესთავაზებენ ხანდაზმულების საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირებას, ჯანმრთელი დაბერების ხელშემწყობ ღონისძიებებს და უზრუნველყოფენ ცნობიერების ამაღლებასა და ადვოკატობას.
პროექტის პერიოდი: იანვარი 2020 – დეკემბერი 2023
პროექტი ხორციელდება Hilfswerk International-ის მიერ www.hilfswerk.at/international/en პარტნიორებთან Hilfswerk International-ის სარაევოს ოფისი და „HAJDE დახმარებისა და განვითარების ასოციაცია“ ერთად ბოსნია-ჰერცოგოვინაში, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“ ერთად საქართველოში.