მიმდინარე წლის 1-ლ სექტემბერს ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მონაპოვარია ბავშვის უფლებების დაცვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობის თვალსაზრისით, ასევე, ბავშვზე მორგებული მომსახურებების უზრუნველყოფისთვის.
მას რამდენიმე სიახლე შემოაქვს, კერძოდ, მუნიციპალური სამსახურის შექმნა და მომსახურებების განვითარება ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერისთვის, მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენება და პრევენციული საქმიანობის წარმართვა. ასევე, ბავშვის ოჯახთან განცალკევებაზე სასამართლო ზედამხედველობის დაწესება, ბავშვის მონაწილეობით და ბავშვთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე მულტიდისციპლინური მიდგომის დანერგვა, ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდება მისთვის გაგებ ენაზე, ბავშვის აზრის გათვალისწინება მასთან დაკავშირებულ საქმეებზე, ასაკის შეუზღუდავად, და სხვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბავშვთან დაკავშირებული პროფესიონალების სპეციალიზაცია, რომლის გავლის ვალდებულებასაც კოდექსი აწესებს.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად აქტიურად არის ჩართული ბავშვთა დაცვის სისტემაში უწყებათაშორისი თანამშრობლობის ზოგადი ჩარჩოს განსაზღვრასა და აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტების ახალი სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებაში, ასევე, სხვა უწყებების თანამშრომელთათვის ახალი სისტემის გაცნობაში.