ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

მოსამართლეთა მომზადება ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიხედვით

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია 2020 წლის ივნისიდან მონაწილეობს მოსამართლეთა სპეციალიზაციის პროცესში. სპეციალიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს მოსამართლეთა მომზადებას ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, სიახლეებთან მიმართებაში, რაც კოდექსს შემოაქვს, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებას შეეხება ბავშვთან დაკავშირებულ და ბავშვის მონაწილეობით საქმეების წარმოებისას.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აღნიშნული სპეციალიზაციის ფარგლებში მოსამართლეებთან მუშაობს სოციალური მუშაობის გაცნობის მხრივ და სოციალური მუშაკისა და მოსამართლის თანამშორმლობაზე ბავშვთა დაკავშირებული საქმის წარმოებისას.

მოსამართლეთა სპეციალიზაციის ტრენინგები ხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით (USAID/PROLoG).