ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალური მოდელის პილოტირების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთს დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ

პროექტის „სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში 11 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ "საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა" და ექსპერტიზ ფრანსის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ახალციხის მერიაში, სადაც პროექტის მიმდინარეობის, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის, ურთიერთთანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. დონორი ორგანიზაციების წარმომედგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ნინო ჯინჯოლავა, "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" დირექტორი ქეთევან გიგინეიშვილიდა პროექტის კოორდინატორი გურანდა თეთაძე

გარდა ამისა, ვიზიტორები შეხვდნენ პროექტში დასაქმებულ ადგილობრივ თანამშრომლებსაც: ახალციხის კლინიკა „იმედისა“ და ევექსის რეფერალური ჰოსპიტალის, ასევე, ახალქალაქის ევექსის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმ-კოორდინატორებს, ფუნქციური შეფასების სპეციალისტებსა და პოტენციურ კადრს, რომლებიც ამჟამად ტრენინგებს გადიან. თანამშრომლებმა სტუმრებს გააცნეს საკუთარი საქმიანობა, გაუზიარეს გამოწვევები და წარმატებული პრაქტიკა.

სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე წლის იანვრიდან მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. მას "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია"ექსპერტიზ ფრანსისმხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.