საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აგრძელებს პროექტს, რომლის მიზანია სახემწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკების უნარების გაძლიერება და ცოდნის გაღრმავება სოციალური მუშაობის კონსულტირების, ოჯახებთან მუშაობისას კონსულტირების, ბავშვის რთული ქცევის მართვის და სხვა საკითხებზე. ტრენინგი ონლაინ რეჟიმში ტარდება და დაფარავს სააგენტოში მომუშავე ყველა სოციალურ მუშაკს.
პროექტი 2019 წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო 2020 წლის დასაწყისში შეწყდა და გადაეწყო ონლაინ ფორმატზე. მოხარულები ვართ, რომ ვახერხებთ პროექტის გაგრძელებას და სოციალური მუშაკებისთვის ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობის მიცემას.
ტრენინგების მასალები მომზადებულია ექსპერტების შორენა საძაგლიშვილის და ია შეყრილაძის მიერ. ტრენინგები 2021 წლის იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტი მხარდაჭერილია World Vision-ის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.