საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აგრძელებს ვებინარების სერიას და ამჯერად, ვსაუბრობთ სოციალური მუშაკების მიერ მოგებულ სასამართლო პროცესის შესახებ.
მომხსენებლები: ქეთევან ხუციშვილი - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება - სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე; თეა მაღრაძე - სოცოალური მუშაკი.
სასაუბრო თემები:
- 2020 წლის პირველი თებერვლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალური მუშაკების რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების პროცესის შეფასება.
- ვინ და რატომ აგრძელებს ბრძოლას შრომის უფლებების დაცვისათვის. რატომაა მნიშვნელოვანი სოციალური მუშაკების მიერ საკუთარი უფლებების დაცვა და რა როლი აქვს პროფესიულ კავშირს ამ საკითხში.
- სოლიდარობის მნიშვნელობა პროფესიულ თემში, როგორც უფლებათადარღვევის პრევენციისათვის ისე რეაგირებისათვის.