ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სსმა-მ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შშმ პირთა ოჯახებს პანდემიის პერიოდში ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში კოვიდ პანდემიით გამოწვეულ სირთულეების დასაძლევად პროექტს ახალი კომპონენტი ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი დაამატა. აღნიშნული ითვალისიწნებს მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერას პანდემიის პირობებში.

შედეგად აპრილიდან ნოემბრის ბოლომდე 54 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და მათ ოჯახს გაეწიათ მხარდაჭერა.  მათ შორის, 50-მა ადამიანმა მიიღო საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები, ხოლო 21-მა პირმა მედიკამენტები და სხვა სამედიცინო დანიშნულების ნივთები. აღნიშნული მიზნად ისახავს კოვიდ-19-ით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილების გზით.

პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ 2019 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. ამ დრომდე მასში მონაწილეობა სულ დაახლოებით 180-მა ადამიანმა მიიღო. კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების გამო, დროებით ველზე მუშაობა შეჩერებულია, თუმცა დისტანციურად იმართება მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრები, სადაც ექიმ კოორდინატორი და ფუნქციური შეფასების სპეციალისტები მსჯელობენ სოციალური მოდელის მიხედვით სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობაზე და სახავენ სამოქმედო გეგმებს.  გარდა ამისა, მიმდინარეობს პილოტის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის თავმოყრა სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პროგრამაში, რომელიც მისი დამუშავების და ანალიზის საშუალებას იძლევა.

პროექტი „ექსპერტიზ ფრანსის“ ტექნიკური მხარდაჭერით და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.