ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

განცხადება, თბილისის მერიის მიერ აფრიკის დასახლებაში მოსახლეობის გამოსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ეხმიანება 15 დეკემბერს, თბილისში, მერიის მიერ აფრიკის დასახლებაში მოქალაქეთა გამოსახლების ფაქტს და მიუღებლად მიიჩნევს ღატაკი ადამიანების გამოსახლების აღსრულებას.

ზამთრის სიცივესა და ქვეყანაში მძვინვარე პანდემიის ფონზე, ბავშვებიანი ოჯახების და სხვა მოქალაქეების გამოსახლება სრულიად დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მითუმეტეს, დაუშვებელია ბავშვის უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე აღსრულების განხორციელება, რაც შეუფერებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს მოქმედი ბავშვთა უფლებების კოდექსი.

ჩვენი ინფორმაციით, არ არსებობს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს გამოსახლებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს დროებითი თავშესაფრით. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არის სისტემური ხედვა, რომელიც დაიცავდა უსახლკარო ადამიანებს და თუნდაც, ე.წ. “უკანონოდ შეჭრილ” ადამიანებს, რომელთაც არ გააჩნიათ ადამიანის ღირსებისთვის შესაბამისი საცხოვრისი.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სერიოზულად დაიწყოს მუშაობა უსახლკარობის პრობლემის მოგვარებაზე. ამისათვის,  მნიშვნელოვანია მოკლე  და გრძლვადიანი გეგმების დასახვა და სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა, რომელიც უპასუხებს საბინაო პრობლემების/უსახლკარობის პრობლემის წინაშე მდგარი, სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოქალაქეთა მოთხოვნებს.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მოუწოდებს მერიას, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამოსახლებული პირების საჭიროებების შესწავლა და მათი დაცვა პანდემიისა და უსახლკარობის პრობლემისგან