პროექტის „სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში ფუნქციური შეფასების სპეციალისტებმა, რომლებიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებსაც აფასებენ, აღნიშნული მიმართულებით დამატებით ტრენინგი გაიარეს.
3-დღიან ონლაინ ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- ყველაზე გავრცელებული დაავადებების მახასიათებლები, ნიშნები, გამოხატულება;
- რემისიის დროს გამოხატული ცვლილებები;
- რეკომენდაციები მათთან კომუნიკაციისას (მათ შორის, ონლაინ კომუნიკაციისას), რას უნდა მიექცეს ყურადღება შეფასების დროს, რა კითხვები/ მიმართვები/ ფრაზები არ უნდა იქნას გამოყენებული და სხვა.
ტრენინგს უძღვებოდა ფსიქიატრი თინათინ მეზვრიშვილი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სპეციალისტებმა ცალკე გაიარეს მომზადება ონლაინ შეფასებების სპეციფიკასთან დაკავშირებით და მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები, ვინაიდან ჩაკეტვის პირობებში სწორედ ონლაინ გრძელდება სტატუსის მაძიებელთა/მატარებელთა შეფასება.
სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე წლის იანვრიდან მიმდინარეობს. მას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია „ექსპერტიზ ფრანსის“ მხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.