ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორების ტრენერთა ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გუნდი, კოლეგა სოციალურ მუშაკებთან ერთად, ჩართული იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთა მიერ წარმართულ ტრენერთა ტრენინგში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

ტრენინგი ეძღვნებოდა სოციალური სამუშაო ძალის, განსაკუთრებით კი - სოციალურ მუშაკთა კომპეტენციების გაზრდას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მოტივაციური ინტერვიუს ტექნიკების გამოყენების, თემთან მუშაობის, ტელე პრაქტიკის განხორციელების, სუპერვიზიის, ეთიკური დილემების დაძლევის და სხვა.

10 დღიანი ტრენინგი ორ სეტად წარიმართა და მისი მონაწილეები კონკურსის გზით შეირჩნენ. ტრენერთა ტრენინგის მომდევნო ეტაპი მიღებული ცოდნის კოლეგებისთვის ან სტუდენტებისთვის გადაცემაა. ასოციაციის თანამშრომლები შემდეგ ეტაპზე თავად მოამზადებენ ტრენინგ მოდულებს და ჩაატარებენ კოლეგებთან სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციაში, ასევე, უნივერსიტეტებში.

წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გუნდს ქეთი გიგინეიშვილს, ნინი ტაბიძეს, გურანდა თეთრაძეს, ირმა ბებერაშვილის, ქეთი ლეკიშვილს, ნათია მაჭარაშვილს, თეონა გოცირიძეს, ცაბუნია ვართაგავას და ტრენერთა ტრენინგში მონაწილე ყველა კოლეგას!

მადლობას ვუხდით გაეროს ბავშვთა ფონდს!