ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰუმანიტარული დახმარება კვლავ გაეწიათ

პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კვლავ გადაეცათ საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები. ამჯერად ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე, ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ იდენტიფიცირებულ ყველაზე მოწყვლად 70 ოჯახს გაეწია დახმარება.

აღნიშნული მიზნად ისახავს კოვიდ-19-ით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილების გზით.

პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ 2019 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. ამ დრომდე მასში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. კოვიდ-19-ის მასშტაბურად გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დროებით ველზე მუშაობა შეჩერებულია, თუმცა დისტანციურად ხდება სტატუსის მაძიებელთა/მატარებელთა შეფასება.  

პროექტი „ექსპერტიზ ფრანსის“ ტექნიკური მხარდაჭერით და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.