საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი უფლებების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ჰოლისტიკური მიდგომით აზერბაიჯანში, საქართველოში და მოლდოვაში“.
პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეიქნა დასაქმების წარმატებული შემთხვევების შესახებ პოსტერები.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის სახელმძღვანელო, ტრეინინგ მოდულები და დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის.
დავით ბიბილეიშვილი
მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის
"დასაქმება ჩემთვის პიროვნული კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ეს ნიშნავს თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, პიროვნული ღირსების განმტკიცებას და მატერიალურ დამოუკიდებლობას.
ჩემი ძირითადი გამოცდილება მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოხალისეობის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას. ვთვლი, რომ როდესაც დამსაქმებლისთვის ახლოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემები, შეიძლება მან არ იცოდეს კონკრეტულად რა გჭირდება და როგორ უნდა მოგარგოს გარემო, მაგრამ არის ნდობა და ხდება პირის საჭიროებების გათვალისწინება.
სახლის კარს რომ გამოცდება ადამიანი, ბარიერების კასკადია საზოგადოებაში - ტრანსპორტირება, სამუშაო სივრცის ხელმისაწვდომობა, დამოკიდებულებები და დღეს გამონაკლისია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება. უნდა არსებობდეს მექანიზმები, რითაც მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაცვა და ჩართვა სამუშაო პროცესში.
უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რის შედეგაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ექნება სურვილი და შესაძლებლობა დასაქმდეს და დამსაქმებელსაც ექნება მოტივაცია ის დაასაქმოს; უნდა შეიქმნას, როგორც საკანონმდებლო რეგულაციები, ასევე, უნდა მოხდეს ხელშეწყობა დამსაქმებლისთვის სხვადასხვა სახით.
დამსაქმებლის მხრიდან კი უნდა იყოს მიმღებლობა, ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდეთ, მზად იყვნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი რეალურად დაასაქმონ და არა პიარისთვის.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სჭირდებათ ხელშეწყობა, თანადგომა და არა სიბრალული."