საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი უფლებების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ჰოლისტიკური მიდგომით აზერბაიჯანში, საქართველოში და მოლდოვაში“.
პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეიქნა დასაქმების წარმატებული შემთხვევების შესახებ პოსტერები.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის სახელმძღვანელო, ტრეინინგ მოდულები და დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის.
დალი მოსულიშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის
სამინისტრო
"ჩემი სიარული არანაირ კავშირში არაა ჩემს უნარებთან. 6 წელი ვეძებდი სამსახურს. ძალიან ბევრი ბარიერი და გამოწვევა შემხვდა და აქამდე მოსასვლელი გზა არ იყო მარტივი. დღეს ვმუშაობ საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში, ინკლუზიური განათლების სამმართველოში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი დღევანდელი მდგომარეობით და ამაზე ვჩერდები.
ვცდილობ მუდმივად განვვითარდე და ამისთვის ხშირად ვერთვები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში და აქტივობებში. მუშაობის პარალელურად ახლა ვსწავლობ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში სოციალური მედიის მართვას.
არ აქვს მნიშვნელობა შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირი ხარ თუ არა: ადამიანს სჭირდება განათლება - თუ არ გაქვს ელემენტარული უნარები და ცოდნა ასმაგად რთულდება დასაქმებაც. შრომას ყოველთვის აქვს აზრი."