საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გაცნობებთ, რომ ასოციაცია სოციალური მუშაკებისთვის მართავს სამდღიან ბაზისურ ტრენინგს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.
გთხოვთ, მოცემულ ბმულზე გაეცნოთ ინფორმაციას და დასწრების სურვილის შემთხვევაში, გაიაროთ რეგისტრაცია. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ტრენინგი გაიმართება ონლაინ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 თებერვალი, 18:00 სთ.
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 8-10-12 თებერვალი, 16:00–19:00 სთ.