საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახალ ინიციატივას - თვითზრუნვის პლატფორმას ქმნის, რომელიც სოციალური მუშაკების პროფესიული გადაწვისგან დაცვასა და თვითზრუნვის წასახალისებას მოემსახურება.
ინიციატივის ფარგლებში შეხვედრების მიზანია წევრების შეკრება და მათთვის სასაუბრო სივრცის დათმობა, ერთმანეთის წუხილებისა თუ წარმატებების, მიმდინარე სიახლეებისა და ფიქრების გაცნობა-გაზიარებაა, კრიტიკული პრაქტიკის, სამუშაო მეთოდებისა თუ ტექნიკების განხილვა, ასევე, გადაწვის პრევენცია, განტვირთვა და დროის სასიამოვნოდ გატარება მონატრებულ კოლეგებთან ერთად.
თვითზრუნვის პლატფორმის პირველი შეხვედრა გაიმართება 11 თებერვალს, 17:00 საათზე.
გთხოვთ, დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ სარეგისტრაციო ბმულზე და, დასწრების სურვილის შემთხვევაში, გაიაროთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 თებერვალი, 18:00 სთ.