ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

6 თებერვალი - ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

6 თებერვალი ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა.

ეს მანკიერი პრაქტიკა წარმოადგენს ქალებისა და გოგონების დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმას, არღვევს მათი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებებს, ასევე, არის წამების და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან თავისუფლების უფლების შელახვა და შესაძლოა პროცედურამ  ქალებისა და გოგონების გარდაცვალება გამოიწვიოს.

დადგენილია, რომ დღესდღეობით მინიმუმ 200 მილიონმა ცოცხალმა გოგონამ და ქალმა გადაიტანა სასქესო ორგანოების რაიმე სახის დასახიჩრება და თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდა, 2030 წლისთვის ამ რიცხვს დამატებით 15 – დან 19 წლამდე 15 მილიონი გოგონა შეიძლება დაექვემდებაროს.

ეს პრაქტიკა უმეტესად ახალგაზრდა გოგოებზე ხორციელდება, ჩვილობიდან 15 წლის ასაკამდე. ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება იწვევს მძიმე სისხლდენას და ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის ინფექციებს, უნაყოფობას, ასევე, გართულებებს მშობიარობის დროს, რაც ზრდის ახალშობილთა სიკვდილის რისკს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, უძღვება უდიდეს გლობალურ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკის აღმოფხვრას.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთხელ აღიარებს, რომ ეს არის ქალისა და გოგონების უფლებების დარღვევა და საჭიროა სისტემური მიდგომების შემუშავება მთელ მსოფლიოში ამ პრაქტიკასთან საბრძოლველად.