ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალური მუშაკებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ თავისი წევრი სოციალური მუშაკებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ტრენინგი გამართა. მისი მიზანი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ბაზისური ინფორმაციის მიწოდება იმ სოციალური მუშაკებისთვის, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან და, შესაძლოა, შეხება ჰქონდეთ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან ან მათი ოჯახის წევრებთან.

ტრენინგი 3 დღის განმავლობაში - 8, 10 და 12 თებერვალს - მიმდინარეობდა და მასზე განხილულ იქნა ფსიქიკური აშლილობის  ნიშნები/სიმპტომები, მიმდინარეობა და პროგნოზი (შიზოფრენია, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, ქცევითი აშლილობა F91, გონებრივი  ჩამორჩენილობა  F70-79, აუტისტური სპექტრის აშლილობები F80–F89); კომუნიკაციის თავისებურებები სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან; ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა: რა სახის მხარდაჭერას საჭიროებენ და რა შეუძლიათ გააკეთონ მათთვის დამხმარე პროფესიის წარმომადგენლებმა, კერძოდ, სოციალურმა მუშაკებმა. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქიატრი თინათინ მეზვრიშვილი.

აღნიშნული ტრენინგი ამ ეტაპზე 25-მა სოციალურმა მუშაკმა გაიარა. ამ თემის მიმართ წევრთა დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ასოციაცია გეგმავს ახლო მომავალში მის კიდევ ერთხელ განმეორებას.